შექმენით ლოქერის ექაუნთი

შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი, სადაც გამოიგზავნება ვერიფიკაციის კოდი
+995

მობილურის ვერიფიკაცია

შეიყვანეთ ვერიფიკაციის კოდი
თქვენი ნომერი

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი

კოდის ვერიფიკაცია

შეიყვანეთ ელ.ფოსტაზე მიღებული პაროლის აღსადგენი კოდი

პაროლის აღდგენა

ლოქერი გზავნილის მიწოდების კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი თანამედროვე საშუალებაა. LOCKER.GE მომსახურებაა, რომელიც სხვადასხვა მისამართზე განთავსებულ თვითმომსახურების მეტალის კარადებს აერთიანებს.
ლოქერის გუნდმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტი საქართველოში შექმნა.
გადაზიდვების ინდუსტრიის მთავარ ტრენდად მიჩნეული ლოქერი, სულ მალე ყველასთვის საყვარელი სერვისი გახდება.
ლოქერის საშუალებით გზავნილის განთავსება და მიღება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე - თქვენთან უფრო ახლოს შეგიძლიათ.
ლოქერში გზავნილის განთავსება
მოცემულ განყოფილებაში, დეტალურად, აღწერილია ყველა ის პუნქტი, რომლის გავლაც არის საჭირო უჯრის შესაძენად ლოქერში. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1. ლოქერის ბალანსზე თანხის ჩარიცხვა

    ლოქერის ბალანსზე თანხის ჩარიცხვამდე უმჯობესი იქნება შეხვიდეთ უჯრის ფასის კალკულატორში, სადაც ზუსტად განსაზღვრავთ თანხას, რომელიც დაგჭირდებათ ამა თუ იმ უჯრის სასურველი დღეების რაოდენობით შესაძენად. თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდიდან ბალანსის შევსება ან სხვა გადახდის არხები. ბალანსის შესავსებად რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. ბალანსის შევსების შემდეგ შეგიძლიათ გაემართოთ, ჩვენს ქსელში არსებულ, ნებისმიერ ლოქერთან უჯრის შესაძენად.
  • 2. თქვენი მობილურის ნომრის მითითება

    სასურველ ლოქერთან მისვლის შემდეგ, დასაწყისისთვის დააჭირეთ ღილაკს "გზავნილის განთავსება", რომელიც თავის მხრივ გადაგიყვანთ მობილური ნომრის მისათითებელ განყოფილებაში, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი, რის შემდეგაც დააჭერთ ღილაკს OK გამოიყენეთ "დახმარება" ღილაკი მეტი დეტალების გასაგებად.

    OK ღილაკის დაჭერის შემდეგ, პროცესი გადავა მობილურის ვერიფიკაციის გვერდზე და თქვენი მობილურის ნომერზე გამოიგზავნება ვერიფიკაციის, ოთხნიშნა კოდი (უახლოესი ერთი წუთის განმავლობაში): იმ შემთხვევაში თუ კოდი არ მიგიღიათ, გადაამოწმეთ თქვენი მობილურის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს "ხელახლა გამოგზავნა". შეიყვანეთ მიღებული 4 ციფრი, ეკრანზე არსებული კლავიატურის საშუალებით და დააჭირეთ ღილაკს OK
  • 3. სასურველი უჯრის ტიპის ამორჩევა

    მობილურის ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, გამოჩნდება უჯრის ტიპის ასარჩევი გვერდი, სადაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი უჯრის ზომა. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მითითებული უჯრის ზომებს, რათა სწორად განსაზღვროთ თვენი გზავნილისთვის ოპტიმალური უჯრა. ზომები მითითებულია სანტიმეტრებში, ფასი მოცემულია 1 დღისთვის. გამოიყენეთ ღილაკი "დახმარება" მეტი ინფორმაციის მისაღებად.
  • 4. დღეების რაოდენობის განსაზღვრა

    უჯრის ტიპის განსაზღვრის შემდეგ, მოქმედება გადავა დღეების რაოდენობის მისათითებელ განყოფილებაში, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დღეების რაოდენობა. ჯამური გადასახდელი თანხის კალკულაცია ავტომატურად მოხდება პროგრამის მიერ: ყურადღება მიაქციეთ მარცხენა ქვედა ნაწილში ასახულ თანხას, რომელიც განსაზღვრავს თქვენ ბალანსს ლოქერის ანგარიშზე. გამოიყენეთ ღილაკი "დახმარება" მეტი ინფორმაციის მისაღებად.
  • 5. მიმღების მობილურის ნომრის მითითება

    შემდეგი ეტაპია გზავნილის მიმღების მობილურის ნომრის მითითება: მიუთითეთ იმ პიროვნების მობილურის ნომერი, ვისთვისაც არის განკუთვნილი გზავნილი. გზავნილის განთავსების შემდეგ, მიმღები მიიღებს ლოქერის SMS კოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებს გზავნილის გატანას.

    გამოიყენეთ ღილაკი "დახმარება" მეტი ინფორმაციის მისაღებად.

    გაფრთხილება: გთხოვთ, ყურადღებით შეიყვანოთ მიმღების ნომერი, რათა არ მოხდეს შეცდომით სხვასთან SMS კოდის გაგზავნა.
  • 6. პარამეტრების გადამოწმება და უჯრის შეძენა

    გილოცავთ, ეს ბოლო საფეხურია, უჯრის შეძენამდე გამოჩნდება ყველა ინფორმაცია, რომელიც აქამდე მიუთითეთ: გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ ყველა მონაცემი, სანამ დააჭერთ ღილაკს უჯრის შეძენა, განსაკუთრებით მიმღების ნომერი, რათა არ მოხდეს სხვა პიროვნებასთან SMS კოდის გაგზავნა. მონაცემების შემოწმების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს უჯრის შეძენა, რომელიც გააღებს ლოქერის უჯრას. განათავსეთ თქვენი გზავნილ(ებ)ი ლოქერში და დახურეთ უჯრა. გზავნილის მიმღები რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღებს SMS კოდს, რითიც შეძლებს ლოქერიდან გზავნილის გატანას.

    იმ შემთხვევაში, თუ მიმღები არ გაიტანს გზავნილს ლოქერიდან თქვენ მიიღებთ SMS კოდს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ დაიბრუნოთ გზავნილი ლოქერიდან.

როგორ მუშაობს

ლოქერის აპლიკაცია

თუ გზავნილების მართვას სმარტფონით ამჯობინებთ, ლოქერის აპლიკაცია მალე თქვენი მეგობარი გახდება. დახვეწილი დიზაინი, მოხერხებული ინტერფეისი და ძალიან მარტივი სერვისი იმისთვის, რომ გზავნილის მიღების პროცესი მაქსიმალურად ხანმოკლე და სასიამოვნო იყოს.
იხილეთ iPhone ან Android ვერსია