შექმენით ლოქერის ექაუნთი

შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი, სადაც გამოიგზავნება ვერიფიკაციის კოდი
+995

მობილურის ვერიფიკაცია

შეიყვანეთ ვერიფიკაციის კოდი
თქვენი ნომერი

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი

კოდის ვერიფიკაცია

შეიყვანეთ ელ.ფოსტაზე მიღებული პაროლის აღსადგენი კოდი

პაროლის აღდგენა

ლოქერი გზავნილის მიწოდების კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი თანამედროვე საშუალებაა. LOCKER.GE მომსახურებაა, რომელიც სხვადასხვა მისამართზე განთავსებულ თვითმომსახურების მეტალის კარადებს აერთიანებს.
ლოქერის გუნდმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტი საქართველოში შექმნა.
გადაზიდვების ინდუსტრიის მთავარ ტრენდად მიჩნეული ლოქერი, სულ მალე ყველასთვის საყვარელი სერვისი გახდება.
ლოქერის საშუალებით გზავნილის განთავსება და მიღება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე - თქვენთან უფრო ახლოს შეგიძლიათ.
ლოქერის საშუალებით გზავნილის გაგზავნა
შენიშვნა: ამ მომენტისათვის, ლოქერის საკურიერო სერვისი მოქმედებს მხოლოდ შემდეგ მიმართულებებით:
თბილისი-ბათუმი
თბილისი-ქუთაისი
ბათუმი-თბილისი
ქუთაისი-თბილისი
  • 1. თქვენი მობილურის ნომრის მითითება

    სასურველ ლოქერთან მისვლის შემდეგ, დასაწყისისთვის დააჭირეთ ღილაკს "გზავნილის განთავსება/გაგზავნა" და შემდეგ "გზავნილის გაგზავნა" რომელიც თავის მხრივ გადაგიყვანთ მობილური ნომრის მისათითებელ განყოფილებაში, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი, რის შემდეგაც დააჭერთ ღილაკს OK OK ღილაკის დაჭერის შემდეგ, პროცესი გადავა მობილურის ვერიფიკაციის გვერდზე და თქვენი მობილურის ნომერზე გამოიგზავნება ვერიფიკაციის, ოთხნიშნა კოდი (უახლოესი ერთი წუთის განმავლობაში):
  • 2. ქალაქის და ლოქერის მითითება;

    მობილურის ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, გამოჩნდება ქალაქების სია სადაც არის შესაძლებელი გზავნილის გაგზავნა, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი: რის შემდეგაც გამოჩნდება თქვენს მიერ მითითებულ ქალაქში არსებული ლოქერ(ებ)ის ჩამონათვალი. ამოირჩიეთ სასურველი ლოქერი:
  • 3. სასურველი უჯრის ტიპის ამორჩევა

    ლოქერის ამორჩევის შემდეგ გამოჩნდება უჯრის ტიპის ასარჩევი გვერდი, სადაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი უჯრის ზომა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ მითითებული უჯრის ზომებს, რათა სწორად განსაზღვროთ თვენი გზავნილისთვის ოპტიმალური უჯრა. ზომები მითითებულია სანტიმეტრებში, ფასი მოცემულია 1 დღისთვის.
  • 4. დღეების რაოდენობის განსაზღვრა

    უჯრის ტიპის განსაზღვრის შემდეგ, მოქმედება გადავა დღეების რაოდენობის მისათითებელ განყოფილებაში, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ დღეების რაოდენობა, რა ვადითაც გსურთ ამანათის დატოვება ლოქერში. ჯამური გადასახდელი თანხის კალკულაცია ავტომატურად მოხდება პროგრამის მიერ:
  • 5. მიმღების მობილურის ნომრის მითითება

    შემდეგი ეტაპია გზავნილის მიმღების მობილურის ნომრის მითითება: მიუთითეთ იმ პიროვნების მობილურის ნომერი, ვისთვისაც არის განკუთვნილი გზავნილი. გზავნილის განთავსების შემდეგ, მიმღები მიიღებს ლოქერის SMS კოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებს გზავნილის გატანას.

    გაფრთხილება: გთხოვთ, ყურადღებით შეიყვანოთ მიმღების ნომერი, რათა არ მოხდეს შეცდომით სხვასთან SMS კოდის გაგზავნა.
  • 6. პარამეტრების გადამოწმება და გზავნილის განთავსება

    ეს ბოლო საფეხურია, უჯრის გაღებამდე გამოჩნდება ყველა ინფორმაცია, რომელიც აქამდე მიუთითეთ: გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ ყველა მონაცემი, განსაკუთრებით მიმღების ნომერი, რათა არ მოხდეს სხვა პიროვნებასთან SMS კოდის გაგზავნა. მონაცემების შემოწმების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბალანსზე აღმოჩნდება საკმარისი თანხა, სისტემა ავტომატურად მოახდენს თანხის ჩამოჭრას და უჯრა გაიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოჩნდება გადახდის დეტალების განყოფილება, სადაც არის მითითებული გადახდის დეტალები: დააჭირეთ გადახდა ღილაკს, რომელიც თავის მხრივ გაააქტიურებს, ეკრანის ქვემოთ განთავსებულ, ბარათის წამკითხველს და მოგცემთ ბარათით თანხის გადახდის საშუალებას: წამკითხველზე ბარათის მიდების შემდეგ, მოხდება თანხის გადახდა და უჯრის გაღება, განათავსეთ თქვენი გზავნილი უჯრაში და კარგად დაკეტეთ უჯრა.


    გმადლობთ,
    რომ სარგებლობთ ლოქერის მომსახურებით!

როგორ მუშაობს

ლოქერის აპლიკაცია

თუ გზავნილების მართვას სმარტფონით ამჯობინებთ, ლოქერის აპლიკაცია მალე თქვენი მეგობარი გახდება. დახვეწილი დიზაინი, მოხერხებული ინტერფეისი და ძალიან მარტივი სერვისი იმისთვის, რომ გზავნილის მიღების პროცესი მაქსიმალურად ხანმოკლე და სასიამოვნო იყოს.
იხილეთ iPhone ან Android ვერსია